უკრაინაში, გაეროს ადამიანის უფლებათა ჯგუფის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის მატილდა ბოგნერის განცხადებით, დამკვირვებლებმა ინფორმაცია მიიღეს, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში „მასობრივი საფლავების“ შესახებ.
მათ შორის ერთ-ერთში 200-მდე ცხედარი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, იქ არსებული მასობრივი საფლავების შესახებ“, _ განუცხადა ჟურნალისტებს მატილდა ბოგნერმა.
მისი თქმით, აღნიშნულს სატელიტიდან გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს.