გაერთიანებულმა ოპოზიციამ ოზურგეთში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და მოსახლეობას ჩოხატაური, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია წარადგინა.
ახალგაზრდების დასაქმება და განათლება მან მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.
“ჩემი დაბადების დღე დღესა, 13 ოქტომბერს, ოლიმპიადაზე გამარჯვებაც 13-ში მოვიპოვე. სწორედ დღეს, 13 რიცხვს დაემთხვა ჩემი წარდგენა. იმედი მაქვს სიმბოლურია ეს ყველაფერი ახლაც გავიმარჯვებ. იმედი მაქვს ხალხის მხარდამჭერის.”- თქვა მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს მანუჩარ კვირკველიამ.