ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო.
“გაგიკვირდებათ და ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მას აქვს სახლი. პირველად ჩავიდა სხვათა შორის, აქამდე ჩემი ინფორმაციით, ის ამერიკაში ნამყოფი არ იყო… ივანიშვილი წავიდა ყველაზე დაცულ ქვეყანაში, ვიზაც მე როგორც ვიცი, დაჩქარებული წესით მიიღო”, _ ამბობს ელისო კილაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.
კილაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის ფონზე “ქართულ ოცნებაში” სრული ქაოსი და აჟიოტაჟია, რადგან იციან, რომ ივანიშვილი მზადაა ხელისუფლება გადააბაროს კოალიციურ მთავრობას.