გაგრძელდება თუ არა სწავლა სკოლებში _ ამ თემაზე საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ ხდომაზე იმსჯელა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლა გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახლა მიმდინარეობს.
“სწავლება გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახლა მიმდინარეობს. ჰიბრიდულ რეჟიმში. სკოლები არიან კარგად მომზადებულნი იმისთვის, რომ ეს პროცესი მართონ”, – განაცხადა დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას ინფორმაციით, ბავშვებში “ომიკრონის” მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია და მათ სტაციონარში დაყოვნება 1-დან 3 დღემდე უწევთ.
რაც შეეხება ტესტირებების პროგრამას, გაბუნიას განცხადებით, ტესტირება ისევ ისე გრძელდება, როგორც ბოლო თვეებში იყო და არაფერი შეცვლილა, რადგან უსიმპტომო პაციენტების უმრავლესობას, ვისაც ვირუსზე ეჭვი აქვს, შემდგომში მაინც უფიქსირდება კორონავირუსი.
საკორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, გაუქმდა “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება, თუმცა აღრიცხვის სისტემა რჩება და ვისაც საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროება, მწვანე პასპორტთ ისევ ისარგებლებს.
1-ელი თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციის 24 201 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან რეკორდული რაოდენობაა.