დღეს ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა. სხდომის დაწყებისთანავე ნაციონალმა დავით მჟავანაძემ სიტყვა ითხოვა.
მან ფოტოები ასწია თეატრის წინ მდებარე მოედნის, როგორც ძველის, რომელიც დაანგრიეს და ახლის, რომელსაც ახლა აკეთებენ.
_ ძალიან კარგია, რომ შესყიდვების ნაწილი მოდის იმ პროექტებზე, რომლებიც ევროკავშირისგან ფინანსდება, თუმცა გამეცით პასუხი. ეს რომ არ მოგწონდათ და ეს რომ მოგწონთ ამიტომ დაანგრიეთ? ამიტომ დააწყვეთ “კუბოები”? გაიტანეთ თეატრის მოედნიდან,_ თქვა მჟავანაძემ.
მჟავანაძეს “ოცნების” წევრები გამოეხმაურნენ.
_ სირცხვილია, ის მოღალატე პარტია ლაპარაკობს, რომელმაც გაყიდა სამშობლო, გაყიდა საქართველო და გიჭირთ იმის აღიარება, რაც კეთდება.
მჟავანაძემ კვლავ თქვა: _ ეს სჯობია?
ნაციონალმა რაინდი დუმბაძემ თქვა, რომ აქ უნდა განიხილებოდეს ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება. ასეთ რეჟიმში მუშაობა არ შეიძლება. ჩვენც უნდა მოგისმინოთ და თქვენც უნდა გვისმენდეთ.
დაპირისპირება და ხმაური საკრებულოს სხდომაზე გრძელდება.
ავტორი