25 ივნისის საღამოდან – 27 ივნისის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია არახელსაყრელი ამინდის პირობები.
26 ივნისს, ღრმა, მაღალ ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასები შექმნის უამინდობის საფუძველს.
როგორც, დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში – მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან ძლიერი, ზოგან ასევე შესაძლებელია სეტყვა და პერიოდულად ძლიერი დასავლეთის ქარი.
გაითვალისწინეთ, რომ 26- ში მოსალოდნელი ამინდის მკვეთრი გაუარესების ფონზე, შესაძლებელია განვითარდეს სტიქიური პროცესები.
27 ივნისს, დღის საათებში ევროპული ანტიციკლონის გავლენის გაძლიერება დაიწყება, ამიტომაც გამოიდარებს – ტემპერატურა თანდათან მოიმატებს, ამას კი ხელს შეუწყობს აფრიკიდან გაშლილი სუბტროპიკული ქედი.
გისურვებთ სასიამოვნო დღეებს. _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.