ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 70 ქულიდან 70-ივე მიიღო ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი მგალობლიშვილმა.
როგორც ნინიმ გვითხრა, ყველაზე მეტად ქართულის გამოცდაზე ღელავდა.
“მეოთხე ვარიანტი ვწერე. ქართულზე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი და აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო. ახლა ისტორიის და უცხო ენის ქულებს ველოდები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე”, _ გვითხრა ნინიმ.
“გურია ნიუსი” წარმატებას უსურვებს ნინის და ყველა აბიტურიენტს.