საქართველოს პრემიერის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი არის საცალო და საბითუმო მაღაზიების გახსნა, გარდა მოლებისა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებელი შესასვლელი.
სავაჭრო მოლების გახსნა მეოთხე ეტაპზე მოხდება. ასევე მეოთხე ეტაპზე გაიხსნება ღია ტიპის რესტორნები, სილამაზის სალონები.
მეხუთე ეტაპზე დახურული ტიპის რესტორნები.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეექვსე ეტაპი იქნება ყველაზე რთული- საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტდარბაზები, გასართობი დაწესებულებები.