დღეს, ოზურგეთში პარტია „გახარია-საქართველოს“ ლიდერები იმყოფებოდნენ.
როგორც „გურია ნიუსთვის“ გახდა ცნობილი, პარტიამ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნებისთვის აქტიურად დაიწყო მუშაობა.
ამ ეტაპზე ცნობილი ხდება, რომ „გახარია – საქართველოსთვის“ გურიის შტაბს ოზურგეთის საკრებულოს წევრი ალეკო ბურჭულაძე უხელმძღვანელებს. ბურჭულაძე პარტიაში დაარსების დღიდან არის. პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჯერ საარჩევნო შტაბი გახსნა, რის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის ჭადრების ბაღში მოქალაქეებს შეხვდა.