ექს პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის სიის მეათე ნომერმა მამუკა კუნჭულიამ პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მეგობრებო, გარკვეულ მიზეზთა გამო, ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვუერთდები „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელსაც ქ. ლანჩხუთში წარმოადგენს ბატონი ალექსანდრე სარიშვილი და ქალბატონი ელისო ჭიჭინაძე“, _ წერს კუნჭულია.
ცნობისთვის, დღეს ლანჩხუთში გახარიას გუნდის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს.
[sexy_author_bio]