„ცეკას” მეორე მდივანი გადამდგარა, გენსეკთან შეთანხმების გარეშე, მაგრამ კარგად ვიცნობ ბატონ მაღლაფერიძეს და ვიცი, რომ გახშირებული “დამცხვიკვების” გამო არ დატოვებდა ამ ხელა თანამდებობას და გავლენებს.
ისე, ამ დღეებში კობახიძე და ვოლსკიც თუ “გაცივდებიან”, არანაირ “სულელურ ვერსიებზე არ ვილაპარაკებთ.
სინამდვილეში კარტოფილის, მთავრობის და პარტიის პირველი პირებმა “დაგაპაშოლეს”.
ისე, მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ მიხვდე “ოცნებავ” – დაიწყო შენი აღსასრული.
დაუყონებლივ გაათავისუფლეთ რუსულ ოკუპაციასთან დაუღალავად მებრძოლი, ყველა ნამდვილი პოლიტიკური გაერთიანების მიერ აღიარებული ლიდერი – ნიკა მელია!
სასწრაფოდ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით, რომ თავიდან ავიცილოთ “ოცნების” მიერ დათესილი სამოქალაქო კატასტროფა და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის პრობლემებზე“, _ აღნიშნული განცხადება „ტრიბუნას“ წევრმა, კოტე კემულარიამ სოცუალურ ქსელ “ფეისბუქში” გააკეთა.