https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გაკვირვებული დანიელი ოფიცერი

7:08; 25.08.2018
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

უეფას მედია-ოფიცერ მამუკა კვარაცხელიას მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. უკვე რამდენიმე ათეული წელია მამუკა სპორტულ ჟურნალისტიკაში აქტიურად მოღვაწეობს და არაერთ ქართულ გამოცემასთან თანამშრომლობს.

ცოტახნის წინ მამუკა ქუჩაში შემხვდა. რასაკვირველია ხელსაყრელი შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და ჩვენი  მკითხველებისთვის რამდენიმე მოგონების გახსენება ვთხოვე. უარი არ უთქვამს, მაგრამ ერთი წინადადებით კი მომმართა: – ყველამ იცის, რომ ძირითადად, ქართულ ფეხბურთში ვტრიალებ. კი, შემიძლია არაერთი საინტერესო ისტორია მოგიყვე, მაგრამ მოდი, ტრადიცია დავარღვიოთ და არასაფეხბურთო მოგონებებს შემოგთავაზებ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თავის დროზე, აფხაზეთში ომის მიმდინარეობისას მამუკა სოხუმში არაერთხელ იმყოფებოდა და იქ დატრიალებული მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. „აფხაზეთის ტკივილი დღემდე გულიდან ვერ მომიშორებია. ნება მომეცი წარსულს კიდევ ერთხელ დავუბრუნდე და იმდროინდელი ჩემი განცდები და მოგონებები შემოგთავაზო. რაც შეეხება ფეხბურთს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ“ – მითხრა მამუკამ და რასაკვირველია დავეთანხმე.

ქვემოთ ბატონი მამუკა კვარაცხელიას რამდენიმე მოგონებას შემოგთავაზებთ

გაკვირვებული მაიორი

ბავშვობიდან დანიისა და მისი ფეხბურთის მოყვარული გახლავართ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეტი შანსი გამიჩნდა ეს საოცნებო ქვეყანა მენახა. ჩემით დავიწყე დანიური ენის სწავლა, შევაგროვე ფაქტიურად  ყველაფერი რაც ამ ქვეყანასა და მის ფეხბურთს ეხებოდა, მაგრამ აფხაზეთის ომი დაიწყო.

1993 წელს სექტემბერში, მაშინ გაზეთ „სარბიელისა“ და „ახალგაზრდა ივერიელის“ თანამშრომელი,  სოხუმში ჩავედი და გუნდებისა და ფეხბურთელების მოძიებასა და მათზე სტატიების წერას შევუდექი.

სოხუმის „ცხუმის“ ერთ-ერთი ფეხბურთელი, გვარად კოხია, საკუთარ ბიძაშვილს ეძებდა, რომელიც აფხაზებს ტყვედ ყავდათ. გულმა არ მომითმინა და გუმისთის ხიდთან გავყევი. სამი ქართველი მებრძოლი იცავდა გუმისთის ხიდს, მათ შორის ერთ ერთი, ვახო სვანიძე, აფხაზებს დაუკავშირდა და კოხიას ბიძაშვილზე ამბის მოძიებას შეუდგა. გულმა არ მომითმინა და ვახოს ვთხოვე – სთხოვე აფხაზებს, ჟურნალისტია, გადმოვა თქვენს მხარეს და დაგელაპარაკებათ-თქო. კარგიო – აფხაზებმა, გადმოვიდეს, ოღონდაც იარაღი მანდ დატოვეთო.

მოვიკრიბე გამბედაობა და ამოვედი სანგრიდან. ვახო უკან გამომყვა – შეურაცხყოფა არ მოგაყენონო. გადავედი ხიდზე და 7 კბილებამდე შეიარაღებულ აფხაზ მეომართან პირისპირ აღმოვჩნდით! ორი საათი ვესაუბრე, ერთადერთხელ შეიგინეს – შევადნაძის ასე და ისეო… შევარდნაძეზე მეც ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ მაშინ ეს გინება ჩემს თავზე ავიღე და არძინბას არ დავუტოვე შეუგინებელი არავინ!

მეგონა, იარაღს იშიშვლებდნენ, მაგრამ კარგა ხნის პაუზის შემდეგ თქვეს, ვაჟკაცი ყოფილხარო და ერთად ვაგინეთ ომის წამომწყებლებს. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე,  ერთი 17 წლის ბიჭთან, აფხაზების მხარეზე მეომარ გაგრელ სომეხ არტურთან გადავიღე. დავემშვიდობე და წამოვედით მე და ვახო. ხიდი ასე 30 მეტრამდე იქნება, მაგრამ როცა ნელა მოდიხარ და ავტომატების ლულები შენსკენ არიან მოშვერილი – რატომ კილომეტრამდე არ იწელება… შუა ხიდამდე მივედი, ყველაზე კრიტიკული ადგილია, კარგად ჩანხარ და შენს ჩამოღებას არაფერი უნდა. უცებ:

– კი მაგრამ სურათს როგორ გამომიგზავნი? – დამეწია არტურის დაძახილი მეორე ნაპირიდან..

შიში ვიგრძენი, ერთი არასწორი პასუხი და შესაძლოა ვიღაცას სასხლეტისთვის გამოეკრა ხელი. ნაბიჯს ავუჩქარე, ათიოდე მეტრიც და სამშვიდობოს ვარ…. არადა, პასუხის გაცემა მინდა, კბილებით ვიკავებ სიტყვებს. სიჩუმე მარცხვენს… რაც ძალი და ღონე მქონდა დავიღრიალე, ოღონდაც არ გავჩერებულვარ და  თავი მივაბრუნე ოდნავ:

– გაგრაში ალალი ბიძა მყავს და იმას გამოვატან! და სანგარში ჩავხტით.

იქიდან კარგა ხანი პაუზაა. ეტყობა პასუხის გაცემას ფიქრობენ. ცოტა ხნის მერე დამეწია არტურის შეძახილი:

– ა გაგრე დაჟე ი ნე დუმაი!

ხიფათმა გადაიარა, სოხუმისკენ გამოვწიეთ. ჩვენგან მარჯვნივ, კარგა მოშორებით, რაღაცა აფეთქდა. ბიჭები ყურადღებას არ აქცევენ, მეც ვცდილობ შიში ვძლიო და ღიმილით ვუყურებ შავ კვამლს. უცებ დიდი თეთრი ჯიპი გამოჩნდა – გაეროს მანქანაა. ამოვისუნთქე. ვეღარავინ გვესვრის. ჯიპიდან ორი ტანმაღალი ოფიცერი გადმოვიდა. ერთს მარჯვენა მკლავზე შვედეთის დროშა აქვს ამოქარგული, მეორეს – დანიისა. მივუახლოვდი და დანიურად ვეკითხები:

– უკაცრავად ბატონო, თქვენ დანიელი მაიორი სოლბიუ ხომ არ ხართ?

მაიორს ყბა ჩამოუვარდა. წარმოგიდგენიათ, აფრიკაში რომ ჩახვიდეთ, ჰოტენტოტებისა და ბანტუს ტომების ომში და ვიღაცა ბანტუელმა (ან ჰოტენტოტმა) ქართულად რომ გკითხოთ:

– კაცო, შენ გიორგი არ ხარ გაჩეჩილაძე?

საქმე კი იმაში იყო, რომ გაგონილი მქონდა, დანიელები გაეროს მისიაში აქტიურად მონაწილეობენ და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მაიორო სოლბიუაო…

მას მერე მაიორ სოლბიუ აღარ მინახავს, ის კი გავიგე მის შესახებ, რომ, ისე შეჰყვარებია საქართველო და ქართველები, ცოლად ქართველი გოგონა მოუყვანია და თბილისში დაფუძნებულა.

ვახო სვანიძე კი მოგვიანებით აფხაზებმა, როცა მოღალატურად დაარღვიეს ხელშეკრულება, ტყვედ ჩაიგდეს. სასიკვდილოდ გამზადებული, პაატა ზაქარეიშვილის დიდი მეცადინეობით დაიხსნეს ტყვეობიდან. უბინაო და სხვისი ნათხოვარი ტანსაცმლით, შემთხვევით თბილისში აღმოვაჩინე, ჩემს სახლში წავიყვანე და დარჩენა შევთავაზე. იუარა, მე საქართველოში აღარავის ვჭირდები და რუსეთში უნდა წავიდეო. მისი კვალიც დავკარგე.

პაჭკორიებთან თუ კვარაცხელიებთან?

აფხაზეთის ომამდე და ომის დროსაც ხშირად ჩავდიოდი სოხუმში და თუ საშუალება მომეცემოდა, სხვა ქალაქებშიც შევივლიდი-ხოლმე. ერთხელაც სოხუმში მოვხვდი და თენგიზ პაჭკორია გავიცანი. თენგიზმა, როგორც ნაღდ ქართველს სჩვევია, სახლში მომიპატიჟა. არადა, გულრიფშში მელოდა ჩემი მოგვარე, პოლკოვნიკი შოთა კვარაცხელია, რომელსაც დავპირდი რომ ჩავაკითხავდი. თენგოს ვუთხარი, რომ გულრიფშში ჩავალ, მოვინახულებ მეომრებს და ხვალ გესტუმრები-მეთქი. თენგიზი ადრე გაიქცა სახლში, ოჯახს უთხრა – სტუმარი მეყოლებაო და სამზადისს შეუდგა. დაკლეს ქათმები და გოჭი. მამამისი, ცხონებული ბოჩია პაჭკორია დიდებული ადამიანი იყო, ფეხბურთის ფანატიკოსი და 1964 წელს ტაშკენტში თბილისელებს ჩააკითხა ოქროს მატჩისას და ტრიბუნებიდან ქომაგობდა „დინამოს“. იმდენად კეთილი კაცი იყო, ვიღაც უზბეკი გაუცვნია და როცა ტაშკენტი მიწისძვრამ დაანგრი – იმ უზბეკს ფულს უგზავნიდა ოჯახის სარჩენად!!! აი, ასეთი დიდებული ადამიანი შლიდა სუფრას ჩემს საპატივცემულოდ და გულრიფშში ერთი სული მქონდა, შოთა კვარაცხელიას როდის ვნახავდი და სოხუმისკენ გამოვწევდი პაჭკორიებისას.

პოლკოვნიკის მოსაცდელში ბევრი ხალხი ირეოდა, მოდიოდა და მოდიოდა შეიარაღებული ქართველობა, ჩურჩულით ამბობდნენ – დღეს დესანტი უნდა გადმოსხანო. ბოლოს, ბატონმა შოთამ მოიცალა და ჩამეხუტა, მომიკითხა როგორ ხარო და მითხრა – ჩვენს რაზმში 4 კვარაცხელია მყავს, წამოდი გაგაცნობო!

კვარაცხელიების კვარტეტი მომავალი ბრძოლებისთვის იარაღს ამზადებდა. დავადექით თავზე. გაიხარეს ძალიან და მითხრეს, ერთი ზედმეტი ავტომატი გვაქვს და შენზე უკეთესს ვის ვაჩუქებთო! საღამომ მოაწია და წასვლა დავაპირე სოხუმში. პოლკოვნიკმა სთხოვა კვარაცხელიებს – ეს კაცი მშვიდობიანად გაუშვით აქედანო და ვიღაცას დაურეკა – პირადად ჩაიყვან სოხუმშიო. მივდივართ პლაჟზე და ფეხები უკან მრჩება – როგორია, შენი სისხლი და ხორცი ამაღამ დესანტის გადმოსხმას ელოდება, ავტომატს გჩუქნიან, შენ კი სოხუმში საქეიფოდ მიდიხარ…

ამ დროს ვიღაცა გამოჩნდა და ბიჭებს მეგრულად ჩასჩურჩულა, დესანტი შევნიშნეთ და ამაღამ საბრძოლველად მოემზადეთო.

– აღარ მივდივარ!! ვთქვი გადაჭრით – სადაც თქვენ, იქაც მე – მიმიყვანეთ შოთასთან!

– შევატყვე, გაუხარდათ ბიჭებს და უკან მოვტრიალდით. ის ღამე მე და ბატონმა შოთამ ფაქტიურად ძილღვიძილში გავათიეთ. დიდი არაფერი, პატარა შეტევაც მოიგერია ჩვენმა რაზმმა და მეორე დილას ამაყად თავაწეული დავდიოდი კვარაცხელიებში.

პაჭკორიების ოჯახი კი დიდხანს მელოდა, ბატონი ბოჩია იმაზე ნერვიულობდა – სტუმარს ხომ არაფერი შეემთხვაო. ვეღარ მივედი პაჭკორიებთან, მერე კი რუსეთის არმიის მაიორმა კოვალენკომ თვითმფრინავიდან უზარმაზარი მუხტის იარაღით დაბომბა თენგიზის სახლი, რომელიც ნანგრევებად იქცა. ჭურვს ბატონი ბოჩია შეეწირა, თენგიზი და მისი დედა კი ნანგრევებიდან მეზობლებმა ამოიყვანეს და ძლივს გადაარჩინეს…

შოთა კვარაცხელიამ კი ბოლომდე იომა, ძლივს გადაურჩა ტყვეობას და სიკვდილს, მერე კი როგორც ბევრი პატრიოტი ქართველი, ჯარს მოაცილეს, საქმეები შეუთითხნეს და გასაქცევად გაუხადეს საქმე. ახლა რუსეთში ცხოვრობს ეს ვაჟკაცი მეომარი, დანარჩენი კვარაცხელიებისა კი ვეღარაფერი გავიგე…

სილასის ბიბლია

რუსებმა და აფხაზებმა ომით რომ ვერას გახდნენ და 1993 წლის მარტსა და ივნისში გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს აფხაზეთში, ჭკუა იხმარეს და შევარდნაძე მოატყუეს – შევრიგდეთ და ჯარი დავაშორიშოროთო! ერთი სული ჰქონდათ, ქართული არტილერია როდის მოსცილდებოდა სოხუმის ფრონტს, რადგან ჩვენები ჭურვს ჭურვში აჯენდნენ და ისეთი ზიანი მიაყენეს მტერს, გვამების გატანას ვეღარ აუდიოდნენ.

დაიწყეს ჩვენებმა არტილერიისა და ტანკების გაყვანა, აფხაზებმა კი ტექნიკის სოფლებში დამალვა. ჩვენ ქართული გულარხეინობით სწავლა დავიწყეთ სოხუმში და ეროვნული ჩემპიონატიც განახლდა.

სოხუმის „ცხუმი“ ერთ-ერთ სამხედრო სასტუმროში დაბინავდა და გალის „მზიურს“ ეთამაშა კიდეც გალში. სოხუმელთაგან გოლი მამუკა რუსიამ გაიტანა, რომელიც პარალელურად სოხუმის დამცველთა ბატალიონში იყო. „ცხუმის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ კაკულიამ გუნდის მწვრთნელ ნიკა ამირეჯიბთან ერთად  მომაწყო სასტუმროში, საიდანაც აფხაზთა სოფლები ხელისგულივით ჩანდა. ყოველი დაძინების წინ ბატონი ნიკა ერთ პატარა წიგნს, პორტუგალიურად დაბეჭდილ ბიბლიას ამოიღებდა, ხელს გადაუსვამდა და საწოლთან დაიდებდა. როცა ვკითხე, მიპასუხა – 1985 წელს ბრაზილიის ნაკრები რომ იყო ჩამოსული, იმათმა ნახევარმცველმა, სილასმა მაჩუქა და თვალისჩინივით ვუფრთხილდებიო.

„დინამოს“ განმეორებითი მატჩი ლინფილდთან ერთად ვნახეთ ჩვენს ოთახში და რაკიღა „დინამომ“ ფრედ 1:1 ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, გახარებულებმა თითო ჭიქა შევსვით და მე ეზოში გამოვედი.

არ დამიჯერებთ და მთელი სოხუმი განათებული იყო! აფხაზთა პოზიციებს გადავხედე და ელდა მეცა – ყველა სახლში ბჟუტავდა სინათლე – აფხაზებიც უყურებდნენ „დინამოს“ განმეორებით მატჩს!

განსაკუთრებით დავუმეგობრდი გუნდის ექიმს იურა ხაბურზანიას,  მეორე მწვრთნელ ირაკლი ქოიავასა და გუნდის უფროსს კაკული პაპავას. ხშირად დავდიოდი სოხუმის სტადიონზე, რომელზეც ცნობილი მსახიობი დიმა  ჯაიანი მიტინგებს ატარებდა და შევარდნაძის ხელისუფლებას მიტოვებული სოხუმის უკეთ დაცვას სთხოვდა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი – ვითომდა ჰუმანიტარული მისიით, აფხაზები ტანკებითა და ბეტეერებით რომ მიდიოდნენ ტყვარჩელში. როცა ვიკითხე, მითხრეს – ფქვილი და ბრინჯი ააქვთო! კი მაგრამ ფქვილს და ბრინჯს ჩვეულებრივი მანქანებით ვერ აიტანენ-მეთქი? ვერავინ მიპასუხა. ეს კი მითხრეს, რა ვქნათ, თბილისიდან მოდის ბრძანება გაუშვითო!!!! მახსოვს ერთი მაიორი აქტიურობდა ძალიან, არ ეპუებოდა თბილისიდან ბრძანებაა, არ უშვებდა ტექნიკას, იარაღით ემუქრებოდა მტერს. მურად ანჯაფარიძე იყო…

მეორე დღეს ჩემს ნათესავებთან წავედი აჩადარაში, ბებიაჩემის მხრიდან სამი ძმა – ჟორა, გურამი და გონერი ბერიები არ ტოვებდნენ სახლს, მეტიც ბიცოლაჩემს ძროხაც კი დაჰყავდა საძოვრად გუმისთის ჭალებში ხოხვით, რომელსაც ერთმა ტყვიამ კუდიც კი მოსწყვიტა. გავაფრთხილე ჩემები, აფხაზები შეტევას აპირებენ და ფრთხილად იყავით, იქნება თბილისში ჩემთან წამოხვიდეთ-მეთქი. მახსოვს იგივე ვუთხარი მამუკა რუსიას, რომელმაც მერე მითხრა – სულ შენი სიტყვები მედგა თვალწინ და შესაბამის პოზიციას ვირჩევდი, მტრის ტყვიებს რომ გადავრჩენოდიო…

ხშირად ვხვდებოდი სოხუმის მერსა და „ცხუმის“ პრეზიდენტს გურამ გაბისკირიას, რომელიც სტადიონს აკეთებდა – ბასა ღოღობერიძის სახელი უნდა დავარქვაო. სულ ფეხით დაიარებოდა სოხუმში და მეუბნებოდა – შეხედე, ეს კაცი აფხაზია და რუსები რომ წერენ, განა ვინმე რამეს უშავებსო? იგი თბილისის მერიას სთხოვდა – სწავლა დაიწყო სკოლებსა და სოხუმის უნივერსიტეტში და იქნება დედაქალაქიდან რამდენიმე ძველი ტროლეიბუსი მოგვაშველოთო…

16 სექტემბერს თბილისში წამოვედი და გაბისკირიას დავპირდი – მერიას აუცილებლად მივაწვდი ხმას – ტროლეიბუსების საკითხზე – მეთქი. ბატონმა გურამმა თავის მძღოლს სთხოვა – აეროპორტში გაიყვანეო. სურათი გადავუღე კაბინეტში, ბოლო კადრი აღმოჩნდა და ლენტიც გათავდა(მაშინ ციფრული აპარატები არ იყო).

17 სექტემბერს რუსებმა და აფხაზებმა შეტევა დაიწყეს – ერთ-ერთი პირველი ბომბი ჩემი და ბატონი ნიკას ოთახს მოხვდა, ნიკა ამირეჯიბი ვარჯიშზე იყო გუნდთან და გადარჩა, სილასის ბიბლია კი ოთახში დარჩა და სასიკვდილო დარტყმა მან აიღო თავის თავზე. იურა ხაბურზანია პირველივე ბრძოლაში დაიღუპა – დედის გამოსახსნელად უნდა ჩასულიყო აჩადარაში და სანგრიდან გამოვიდა თუ არა, მტრის ტყვია მოხვდა. მამუკა რუსია ბოლომდე იბრძოდა, სულ რამდენიმე კაცი გადარჩა მისი ბატალიონიდან. ახლა თბილისშია და „გაგრის“ დუბლშემადგენლობას ავარჯიშებს. მურად ანჯაფარიძე ახლა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ჩემმა ნათესავებმა დიდი წვალებით სვანეთის გავლით ჩამოაღწიეს თბილისში, ჟორა ბიძიამ კი არ მიატოვა სახლი და სომეხმა მეზობლებმა დახვრიტეს და დაწვეს ეზოში… ირაკლი ქოიავა ქუჩაში დაცხრილეს, კაკული პაპავას კი სახლში შეუვარდნენ, ავტომატი გადაატარეს და მეორე დღეს, როცა ჭრილობებს ვეღარ იხვევდა და სისხლისგან იცლებოდა, მისი გაზრდილი, აფხაზი ფეხბურთელი რაფიელ ამპარი დაადგა თავზე:

– ეს რა მოგსვლია კაკული მასწ, ჩვენი ცოდვა მიეცეს, ვინც ეს ომი დაიწყოო… ჭრილობები შეუხვევია, ზურგზე აუკიდებია ამხელა კაცი, და სამშვიდობოს გაუყვანია…

გურამ გაბისკირია ბოლომდე იბრძოდა ჟიული შარტავასთან ერთად, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ დაქირავებულმა არაკაცმა სოხუმის ცენტრში კონდახი ჩაარტყა სახეში – დაიჩოქეო…

– ნიკაგდა ვ ჟიზნი!! – ბოღმით მიანათა თვალები გაბისკირიამ… ორიოდ საათში დახვრიტეს…

ძალიან განვიცადე სოხუმის დაცემა, როდის-როდის გამახსენდა ჩემი ფოტოაპარატი, გავამჟღავნე ფირი და ელდა მეცა – გურამ გაბისკირია სულ ბოლო, 36-ე კადრზე მოხვდა, ნახევარი სახე თეთრი ჰქონდა, ნახევარი – შავი…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27 თებერვალი, 2026
ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024

„კრიმინალური შემთხვევა“ ჩინეთში

ყაჩაღობა თბილისში _ შსს-მ 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026
სამართალი

შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

14:28; 16.09.2026
ფინანსები

როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?

13:15; 16.09.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

13:11; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა

12:42; 16.09.2026
პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – იანვარ-აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს

12:15; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო