“ჰამასის წინააღმდეგ გამარჯვების გზაზე ვართ და სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ, არ გავჩერდებით, კომპრომისზე არ წავალთ“,_ აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერ – მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა და აღნიშნა, რომ “ისრაელი აწარმოებს უპრეცედენტო მორალურ და სამართლიან ომს ჰამასის მონსტრების – ახალი ნაცისტების წინააღმდეგ“
“ანტისემიტიზმი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ებრაელი ხალხის სტატუსი შეიცვალა – ჩვენ გვყავს სახელმწიფო, ჯარი და გმირი ჯარისკაცები, რომლებიც იცავენ ჩვენს ხალხს“, – ამბობს ის.