ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ ჩიბათში მდებარე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს და ლანჩხუთელ ვეტერანებს დღევანდელი დღე ოჯახებში მიულოცეს.
ლანჩხუთში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ოთხი ვეტერანი ცხოვრობს და მათ მერიამ საჩუქრები და 300-300 ლარი გადასცა.
ცნობისთვის, დღეს დაკრძალავენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეს, გივი ებრალიძეს, რომელიც წლების მანძილზე გახლდათ ვეტერანთა რაიონული საბჭოს თავმჯდომარე.