ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ბეჯითად სწავლა და წარმატებები უსურვა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სკოლები და გაეცნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.
დღეს სასწავლო პროცესი 50-ვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განახლდა. ახალი სასწავლო წლიდან 11 500 მოსწავლე მიიღებს საშუალო განათლებას, რომელთაგანაც 1004 პირველკლასელია. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, პირველკლასელებს ბუკები დაურიგდათ, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოების სრული პაკეტი გადაეცათ. (R)