მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობდნენ.
საქართველოში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ აფასებენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას.
„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“, – განაცხადეს აშშ-ს საელჩოში.
როგორც ცნობილია, გამნაღმველებმა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.