პაბლო პიკასო სიკვდილის წინ მკურნალ ექიმს შეეკითხა, ჰყავდა თუ არა ცოლი. როდესაც გაიგო, რომ არა, უთხრა: „ტყუილად არ ხარ ცოლიანი, ეს ნამდვილად სასარგებლო საქმეა“.
ანა ახმატოვა – დიდი რუსი პოეტი ქალი. იგი სიკვდილის წინ ბიბლიას კითხულობდა. მერე წიგნი დაკეცა და თქვა: „რა სამწუხაროა, რომ ბიბლია არ მაქვს“.
ფრანსუა რაბლე – ფრანგი მწერალი. იგი ძალზე ლამაზად გამოემშვიდობა ქვეყნიერებას: „მივდივარ რაღაც უფრო დიდის საძებნელად“.
ფოკიონი – ათენელი პოლიტიკოსი. ფოკიონთან ერთად უნდა დაესაჯათ ვინმე ფუდიპიც, უკანასკნელმა თავის მართლება დაიწყო და პატიებას ითხოვდა. ფოკიონმა უთხრა: „როგორ, განა შენთვის ბედნიერება არ არის ფოკიონთან ერთად სიკვდილი“.
სევერუს სეპტიმუსი – რომის იმპერატორი. „მე მივაღწიე ყველაფერს და სიხარულს ვერ ვპოულობ ვერაფერში“, – ამბობდა იგი. ანდერძში იგი მოუწოდებდა მემკვიდრეებს: „გაამდიდრეთ ჯარისკაცები და სხვა დანარჩენზე ნუ იზრუნებთ“.
ნაპოლეონი – საფრანგეთის იმპერატორი. „ვკვდები ნაადრევად, ინგლისის ოლიგარქიის ხელით. დამასაფლავეთ პარიზში სენის პირას, ესოდენ ძვირფას ფრანგ ხალხს შორის“.
ავტორი