https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გამოიდარებს” თუ არა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გურიაში

14:41; 5.03.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება _ ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს“, _ მთავრობის პირობა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო და მოკლე ვადებში დასრულებულიყო, 2026 წლის მარტის დასაწყისში, ჯერ კიდევ ბოლომდე შესრულებული არ არის.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერებთან 2025 წლის თებერვალში გურიაში განვითარებული სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების ბოლო ეტაპის დასრულების მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა.

ოფიციალურ ინფორმაციაში წერია: “2025 წლის თებერვლის თვეში გურიაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალდა 4 456 ოჯახი. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება გაეწია 3 717 ოჯახს და დარჩენილია 739 ოჯახი, რომელთა მიმართ მიმდინარეობს დახმარების გაწევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამუშაო შეხვედრა დარჩენილი ოჯახების მიმართ დახმარების გაწევის პროცესის დაჩქარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს დაეთმო.

შეხვედრაზე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერების მიერ დაფიქსირდა ის გარემოებები, რაც დარჩენილი დაზარალებული ოჯახების მიმართ დახმარების გაწევის პროცესს აფერხებს და განხილვის შედეგად დაიგეგმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გასატარებელი ღონისძიებები, რათა სტიქიით დაზარალებულ დარჩენილ ოჯახებს დროულად გაეწიოთ სათანადო დახმარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ დიაკონიძე, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ანა ნაკაშიძე“.

რა აფერხებს მოსახლეობის დახმარების პროცესს და რა ღონისძიებები იგეგმება პროცესის დასაჩქარებლად? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს დავუკავშირდით.

“დიდთოვლობასთან დაკავშირებით ყველა დახმარება გაწეულია. დარჩენილია ოჯახები, რომელთაც რეგისტრირებული არ აქვთ სახლები და დამხმარე ნაგებობები. ამ საკითხზე მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციები, რომ დაჩქარებაში დავეხმაროთ“, _ გვპასუხობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.

მარტოხელა დედა ირმა ირემაძე, რომლის შესახებაც 18 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში _ “ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?” ვწერდით, 3 მარტს გვეუბნება, რომ დახმარება მიღებული ჯერ კიდევ არ აქვს:

“გუშინ მომაწერინეს ხელი განცხადებაზე. გირეკავდითო და ვერ დაგიკავშირდითო. სად მირეკავდნენ, არ ვიცი. ამ დღეებში უნდა დავრიცხოთო და იმედია, თვის ბოლომდე მაინც დარიცხავენ“, _ გვეუბნება ირმა ირემაძე.

“ხელისუფლება ერთი წლის თავზე რომ ამბობს, 3 717 ოჯახს დავეხმარეთო, მაგრამ 739 ოჯახი კვლავ მოლოდინშია, ეს უკვე სტატისტიკა კი არა, ადამიანების ცხოვრებაა. ეს 739 ოჯახი ციფრი არ არის _ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც, თვეებია, დანგრეულ სახლებში, დაზიანებულ ინფრასტრუქტურაში და გაურკვევლობაში ცხოვრობენ.

ხელისუფლებისთვის ეს შეიძლება “პროცესი” იყოს, მაგრამ მათთვის ყოველდღიური ბრძოლაა.

თუ საგანგებო ვითარებაში რეაგირება ასე იგვიანებს, რა მნიშვნელობა აქვს შემდეგ პრესკონფერენციებზე გაკეთებულ დაპირებებს? დახმარების პროცესი თუ თვეობით იწელება, ეს ნიშნავს, რომ ან რესურსი არ არის სწორად მობილიზებული, ან პრიორიტეტებია არასწორად განსაზღვრული.

გურია ის რეგიონია, რომელიც ისედაც სოციალურ–ეკონომიკურად ერთ–ერთი ყველაზე მოწყვლადია საქართველოში. ასეთ პირობებში სტიქიის შემდეგ დაუყოვნებელი და სრული რეაგირება უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს ვალდებულება, და არა კეთილი ნება.

სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სტიქიის შემდეგ თვეობით მოლოდინში ტოვებს, ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას _ დაიცვას და უზრუნველყოს ხალხის უსაფრთხოება და ღირსეული არსებობა.

და სანამ ეს 739 ოჯახი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს, საუბარი “ეფექტიან მართვაზე” უბრალოდ პოლიტიკური დეკორაციაა, რეალობასთან კავშირი კი _ ძალიან სუსტი“, _ ამბობს ჩვენთან საუბარში პარტია “ახალის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაჩო ახალაძე.

ადგილობრივები ხშირად ჩივიან, რომ დახმარება ნეპოტიზმით ან “ახლობლობით” რიგდება. არის შემთხვევები, როცა სახურავი მას გადაუხურეს, ვისაც ნაკლებად უჭირდა, ხოლო მარტოხელა მოხუცები ან სოციალურად დაუცველები ისევ დაზიანებულ სახლებში რჩებიან.

პარტიაში “გახარია საქართველოსთვის” ამბობენ, რომ დახმარებები კი გაიცა, მაგრამ ეს უფრო წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვას ჰგავდა. როგორც პარტიის ადგილობრივი ლიდერი რომან კალანდაძე გვეუბნება, ოჯახები, რომელთაც დახმარება აიღეს, გადასამოწმებელია:

“დახმარებები იყო ნამდვილად, მაგრამ მაგას მე უფრო წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას დავარქმევდი. რაც შეხება ჩოხატაურს, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იყო _ ისეთ ოჯახებს დაეხმარნენ და მისცეს ფული, რომლებსაც საერთოდ არ ესაჭიროებოდათ. თანაც იყო შემთხვევები, რომ მერიიდან უკვე ჰქონდათ დახმარებები მიღებული და კიდევ აიღეს. ხელისუფლებას თუ უნდა ეფექტურობა გადაამოწმოს, გაარკვიოს, იმ ხალხმა თუ მოიხმარა ეს თანხები მიზნობრივად, მაგრამ ეს ხელისუფლებას არ “აწყობს” იმიტომ, რომ ბევრმა უკანონოდ მიიღო ეს თანხები და ხმების სანაცვლოდ სტიქიის თანხებით პარტიის კოორდინატორები დაკმაყოფილდნენ“, _ ამბობს რომან კალანდაძე.

_ როგორ აპირებთ რეაგირებას ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც პარტიის კოორდინატორებმა სტიქიის თანხები ხმების სანაცვლოდ დაარიგეს? აპირებთ თუ არა ამ საკითხზე პროკურატურისთვის მიმართვას?

_ არაა… ეს თუ ტყუილია, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და სახელობითი სიები გამოაქვეყნოს. შეიძლება პარტიის კოორდინატორსაც დაუზიანოს სახლი სტიქიამ და დაეხმაროს მთავრობა, მაგრამ გადასამოწმებელია, თანხა რაზე მოიხმარეს, მაგრამ ამის გადამოწმება არავის “აწყობს“, _ ამბობს  კალანდაძე.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება, (საბანკო ამონაწერი), რაც უკანონობას დაამტკიცებს, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი ამბობს:

_ ეს ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. გამოაქვეყნოს სიები, ვის დაეხმარა, რა თანხებით და ყველა ყველაფერს გაიგებს. გადაამოწმოს ოჯახები, ვინც ეს თანხები მიიღო. როგორც ვიცი, აუდიტმა წაიღო ეგ საქმეები და, ალბათ, დასკვნებსაც ვნახავთ მალე.

ის რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აუდიტის სამსახური იყო შესული, ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 21 თებერვალს გურიაში მოსულმა ინტენსიურმა თოვამ სტიქიის სახე სულ რამდენიმე საათში მიიღო და ასეულობით ოჯახი დააზარალა. დაინგრა სახლები, მწყობრიდან გამოვიდა ყველა სახის ინფრასტრუქტურა და საკომუნიკაციო სისტემა. დიდთოვლობას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, დიდთოვლობას 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 2025 წლის 25 თებერვალს მოხდა, როდესაც მამაკაცი მეზობელს სახურავისგან თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა. გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში, სადაც ქალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, გავრცელებული ინფორმაციით კი, უგზოობის გამო სასწრაფო დახმარებამ მისვლა ვერ შეძლო.

მიუხედავად ინტენსიური მუშაობისა, ყველა მუნიციპალიტეტში ხელისუფლების ღონისძიებებზე მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ იყო სტიქია, შესაბამისად, თოვლმა რამდენიმე დღეში ძალიან დიდი ზარალის გამოწვევა შეძლო. მოქალაქეების სტიქიის ზონიდან ბავშვების და ხანდაზმულების გაყვანას ითხოვდნენ, ესაჭიროებოდათ მედიკამენტები და დეფიციტი იყო საკვებიც.

ვითარების განმუხტვაში დიდი წვლილი მოხალისეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ გურიაში და მოსახლეობას დახმარებას საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევდნენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოხალისეებსა და სახელმწიფოს შორის კოორდინირებული მუშაობა ნაკლებად მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით ერთ ჯგუფს _ “offroad georgia”-ს, რომელთან თანამშრომლობაზეც ადგილობრივმა თვითმმართველობამ უარი არ თქვა. რაც შეეხება მოხალისეთა დანარჩენ ჯგუფებს, მათი დიდი ნაწილის განცხადებით, მიუხედავად მოხალისეების მზაობისა და მცდელობისა, სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებულ მუშაობაზე თანხმობა ვერ მიიღეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფოს არაეფექტიან რეაგირებაზე წერდა, რომ სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას და შედეგად ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.

მთავრობისვე ინფორმაციით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა.

“კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, _ გვპირდებოდნენ მთავრობაში.

სტიქიის დასრულებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები “დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის” ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ.

“2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ საქართველოს ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდოს/დანამატის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 3 161 682 ლარი“, _ აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს  ირაკლი კობახიძე აწერს.

აღნიშნული თანხა უწყებებზე და მუნიციპალიტეტებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო _ 892 445 ლარი;

ჯანდაცვის სამინისტრო _ 697 226 ლარი;

თავდაცვის სამინისტრო _ 585 770 ლარი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო _ 113 563 ლარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო _ 79 409 ლარი;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი _ 253 372 ლარი;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი _ 96 623 ლარი;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი _ 76 288 ლარი;

განკარგულებიდან არ ჩანს, ამ სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებში რომელი დასაქმებულები მიიღებდნენ დანამატს.

2025 წლის 31 აგვისტოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურში თოვლმა 190 ოჯახი დააზარალა, ლანჩხუთში _ 400 ოჯახი, ხოლო ოზურგეთში, რომელიც სტიქიის ეპიცენტრი იყო, 600 ოჯახი. ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამდენი ოჯახი დააზარალა დიდთოვლობამ გურიის მუნიციპალიტეტებში “გურია ნიუსი” ადგილობრივი ხელისუფლებიდან აპრილში ითხოვდა, თუმცა, პასუხი  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან  12 ივნისს მივიღეთ:

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 2025 წლის თებერვალში უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა 3 400 საცხოვრებელი სახლი. დღეის მდგომარეობით, კომისიის მიერ შესწავლილია ყველა დაზიანებული სახლი. თანხა დაზუსტდება უახლოეს მომავალში“, _  აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წერილში.

რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან 4 აპრილს გაგზავნილ წერილზე 17 აპრილს ასეთი პასუხი მივიღეთ:

“თქვენი #10-462509410-46   (04.04. 2025 წელი) განცხადებისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული #03-462509712-46 (07.04.2025 წელი) წერილის პასუხად, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია 2025 წლის 20-26 თებერვლის დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი დროებითი კომისია.

კომისია, დიდთოვლობით მიყენებული ზარალის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლებისა და საყოფაცხოვრებო ნაგებობების დათვალიერებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.

ინფორმაციას, დაზარალებული მოქალაქეების რაოდენობისა და მათი დახმარების შესახებ, მოგაწვდით კომისიის მუშაობის დასრულებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიიდან დღესაც პასუხი არ მიგვიღია.

2025 წლის 21 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.

“გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს _ 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს _ 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს _ 546 018 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა“, _ ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

ზოგადად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის კიდევ ერთი, 2025 წლის 28 მარტის განკარგულებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 77,6 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. ეს თანხა კი სხვადასხვა პროექტებისთვის იყო გათვლილი:

“სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 77 692 000 ლარისა“, _ აღნიშნულია განკარგულებაში.

კერძოდ, აღნიშნული თანხებიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 10 000 ლარი, ოზურგეთს – არაუმეტეს 2 400 000 ლარი, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 575 000 ლარი გამოეყო.

2025 წლის 26 ივნისს სოფლის განვითარების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გურიის და იმერეთის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებდნენ:

“ფინანსური დახმარებას მიიღებენ “მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“, “საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“, “გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის” ბენეფიციარები; ფინანსური დახმარება ასევე გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვისაც, რომელთაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი აქვთ გადამამუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.

პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გამოყოფას: სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში 25,000 ლარის ოდენობით; ფერმის, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით; შემნახველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოს შემთხვევაში 100 000 ლარის ოდენობით“, _ წერია ინფორმაციაში.

მთავრობის 2025 წლის 10 ივლისის #1107 განკარგულების მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 14 175 000 ლარს, ლანჩხუთის _ 7 365 000 ლარს, ხოლო ჩოხატაურის 3 805 000 ლარს შეადგენს.

2025 წლის 22 დეკემბერს, პრემიერმა კობახიძემ ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, თებერვალში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ზოგიერთი ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფის შესახებ.

განკარგულების თანახმად, კომპენსაცია გაიცემოდა დაზარალებული ოჯახებისთვის, რომელთა სახლებიც სრულად დაინგრა ან არ ექვემდებარება აღდგენას.

“საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოს 10 000 000 ლარი. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს _ 4 500 000 ლარი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს _ 3 500 000 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს _ 2 000 000 ლარი.

ამ განკარგულების თანახმად, 50 000 ლარის ოდენობით გაიცემა თანხა ოჯახზე, თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. 30 000 ლარის ოდენობით კი თუ დაზარალებულს საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ გაასხვისა; ასევე, თუ 2025 წლის 21 თებერვლის შემდგომ დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი.

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 18 თებერვალს ახალი  განკარგულება  გამოსცა, რითაც 2026 წლის 29 იანვრის #222 განკარგულებაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც  “სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას” შეეხება.

ამ ცვლილებების თანახმად,  განკარგულების პირველი პუნქტი შემდეგი რედაქციით ყალიბდება:

“სტიქიური  მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გახორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის” შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 27 531 700 ლარისა“.

მუნიციპალიტეტების ჩამონათვალში ოზურგეთის და ლანჩხუთიც ფიქსირდება. კერძოდ:

ახალი განკარგულების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს _ არაუმეტეს 6 850 000 ლარი,ხოლო  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 7 996 500 ლარი გამოეყოფა რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

მიუხედავად გამოყოფილი სოლიდური თანხებისა, სტიქიის შედეგებთან ბრძოლა რეგიონში დასრულებული ჯერ არ არის. ხალხი დახმარების მოლოდინში რჩება. მთავრობისთვის ზოგჯერ 1 ტომარა ფქვილიც დახმარებაა, ოჯახისთვის კი რომელსაც ჭერი თავზე ენგრევა, ეს არაფერს ნიშნავს.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

14:23; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

ახალი რეგულაცია მძღოლებს, რომლის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა

12:44; 5 მარტი, 2026

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

ყველა სიახლე

მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
სამართალი

“გვაქვს მოლოდინი, როგორც კლინიკა „მედინა“, ასევე ექიმები პასუხს აგებენ ფეხმძიმე ქალის სიცოცხლის მოსპობაზე” – „ახალგაზრდა ადვოკატები“ 

19:08; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026
საზოგადოება

“გამოიდარებს” თუ არა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გურიაში

14:41; 5.03.2026
ფინანსები

 საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები –  მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში

14:30; 5.03.2026
საზოგადოება

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

14:23; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო