“დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს და მაღალ მთაში სუსტი თოვაა მოსალოდნელი, კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთ მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში კი უმეტეს რაიონში შენარჩუნდება საღამოს 6 საათამდე მცირე თოვა, ღამით კი ზოგიერთ რაიონში ისევ ითოვებს”,_ აცხადებს “გურია ნიუსთან” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა.
დოდო გვაზავას თქმით, ხვალ დილის საათებში გამოიადარებს, გაძლიერდება ყინვა.
“ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე დასავლეთ საქართველოში. ღამით ყინვები 13 თებერვლიდან შესუსტდება, 14 თებერვალს კი საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი”,_ აცხადებს დოდო გვაზავა.


































































