NDI-ს კვლევით, მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა – 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს.
ქართული ოცნების მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. ახალგაზრდები (18-34 წლის მოსახლეობა) განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან.
კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? პასუხები ასეთია:
- 24% – დიახ;
- 64% – არა;
- 9% – არ ვიცი;
- 2%- უარი პასუხზე