გივი ცინცაძე, ლანჩხუთი:

_ არა, არ არის და სანამ კოლექტიური მურუსიძეები გვეყოლებიან, ასე იქნება სულ.
გიგა ბზეკალავა, ლანჩხუთი:

_ ჩემი აზრით, უფრო თავისუფალია, ვიდრე ადრე იყო.
თორნიკე ჯიჯიეშვილი, ლანჩხუთი:

_ არ არის თავისუფალი. სახელისუფლებო ძალები კვლავაც უხეშად ერევიან სასამართლოს დამოუკიდებლობაში. უამრავი შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია!
თამაზ ქანთარია, ლანჩხუთი:

_ ვფიქრობ, რომ ძირითადად თავისუფალია, მაგრამ შესაძლოა ზოგჯერ პოლიტიკური ჩარევაც არის.
ქეთო კალანდაძე, ჩოხატაური:

_ კი, დამოუკიდებელია.
როლანდ ჯინჭარაძე, ჩოხატაური:

_ სასამართლო დამოუკიდებელი იყო. ახლა, ჯერჯერობით არ არის.
მაყვალა ბარამიძე, ჩოხატაური:

_ არ მგონია.
ჩიტო ზოიძე, ოზურგეთი:

_ არ არის.
იზოლდა ხომერიკი, ოზურგეთი:

_ არ არის, საკუთარ თავზე გამოვცადე.
ნოდარ მჟავია, ოზურგეთი:

_ არ დაიჯეროთ, არ არის.
გოგი სიმონიშვილი, ოზურგეთი:

_ მთლიანად არა.
სერგო წეროძე, ოზურგეთი:

_ არაა დამოუკიდებელი.
ვახტანგ სურგულაძე, ოზურგეთი:

_ შედარებით კი არის დამოუკიდებელი.
ნუკრი ცინცაძე, ოზურგეთი:

_ ისე რა, ნაწილობრივ არის.
თენგიზ სამსონია, ოზურგეთი:

_ არა.
ეთერ ჯაში, ოზურგეთი:

_ რასაც ვხედავ, არ არის. წინას კი სჯობს.
თენგიზ თავართქილაძე, ოზურგეთი:

_ მთლად დამოუკიდებელი არ არის.
ეკატერინე სალუქვაძე, ოზურგეთი:

_ არც ისე დამოუკიდებელია.
თამაზ ნაკაშიძე, ოზურგეთი:

_ არ არის დამოუკიდებელი.
გულნარა გუსოევი, ოზურგეთი:

_ დამოუკიდებელია, აბა, რა არის? შედარებაც არ შეიძლება წარსულთან.




























































