ერეკლე სარჯველაძე, ლანჩხუთი:

_ ნაკლებად. ვერ ვიტყვი, რომ ეფექტურია.
ტარიელ ჯორბენაძე, ლანჩხუთი:

_ შარშან რაც გაკეთდა, ნამდვილად არ იყო ეფექტური. იმედია, წელს უკეთესობა იქნება.
სოსო კვაჭაძე, ლანჩხუთი:

_ მასწავლებლებს გვაქვს გლახად საქმე _ ოროსანი მოსწავლეები და ფაროსანა ერთდროულად გვიტევს.
გია დოლიძე, ლანჩხუთი:

_ ჯერჯერობით, მხოლოდ საუბრებია. ვნახოთ, რა იქნება. გასულ წელს რაც გაკეთდა, ნამდვილად არ იყო შედეგიანი.
აკაკი გუნთაიშვილი, ოზურგეთი:

_ ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს და ხალხიც გვერდით დაუდგეს.
ზურაბ გუბელაძე, ოზურგეთი:

_ ჩემთვის ახალია ეს ყველაფერი. არ ვიცი, რას აკეთებს მთავრობა.
რევაზ დუმბაძე, ოზურგეთი:

_ არაა საკმარისი მთავრობის ღონისძიება.
დოდო ბეშიტაშვილი, ოზურგეთი:

_ შედეგი რომ იქნება, მერე ვიტყვი.
გელა კომუსოვი, ოზურგეთი:

_ საკმარისი არ იქნება. დაგვიანებულია.
ნინო ვასაძე, ოზურგეთი:

_ მთავრობამ და ხალხმა ერთად უნდა იმოქმედოს.
მერაბ ზაქარიაძე, ოზურგეთი:

_ ერთად დგომით მიიღწევა შედეგი.
მიხეილ წეროძე, ოზურგეთი:

_ მეტად უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ.
გიორგი ჯაში, ოზურგეთი:

_ მთავრობა და ხალხი რამ გაყო? ერთად უნდა ებრძოლონ.
ლალი ჩანქსელიანი, ოზურგეთი:

_ მთავრობამ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ხალხს ამ კუთხით.
გალინა წიტაიშვილი, ოზურგეთი:

_ მთავრობამ დაუღალავად და უფრო მეტად უნდა იზრუნოს.
ლელა შარტავა, ოზურგეთი:

_ მეტია საჭირო.
დათო სამნიძე, ოზურგეთი:

_ მთავრობის გაკეთებული საქმე აწი გამოჩნდება.
ოტია ტრაპაიძე, ჩოხატაური:

_ ალბათ, შედეგიანი იქნება.
რუსუდან ბოლქვაძე, ჩოხატაური:

_ თუ იქნება მეტი ბრძოლა, მეტი დასაქმება ამ სფეროში. ნამდვილად ექნება შედეგი.
































































