გიზო ცეცხლაძე, ოზურგეთი:

_ მთავრობის ბრალია _ არ ზრუნავს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე.
ნარგიზ ძიძიგური, ოზურგეთი:

_ ჩემი ბრალი რომ არაა, ვიცი. მთავრობამ იზრუნოს ხალხის დასაქმებაზე.
გიორგი წულაძე, ოზურგეთი:

_ მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ ლარი მყარი იყოს.
ზვიად კუტუბიძე, ოზურგეთი:

_ არჩევნების გამო დახარჯულ ფულს ამოღება უნდა.
ბადრი წულაძე, ოზურგეთი:

_ ეკონომიკა უნდა გააძლიეროს ხელისუფლებამ.
გულადი ქურასბედიანი, ოზურგეთი:

_ ეკონომიკაა სუსტი და იმიტომ.
დოდო ლაზარენკო, ოზურგეთი:

_ ეკონომიკა რომ იყოს ძლიერი ქვეყანაში, ეს არ მოხდება.
ნუგზარ კოსტავა, ოზურგეთი:

_ მე რა ვიცი?!
ჰამლეტ მალაზონია, ოზურგეთი:

_ ეკონომიკაა სუსტი ქვეყანაში და ამის ბრალია.
გელა დოლიძე, ოზურგეთი:

_ სუსტი ეკონომიკის გამო.
ტარიელ გორგაძე, ოზურგეთი:

_ მთავრობის ბრალია.
კაკო ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:

_ არასტაბილური გარემო უნდა იყოს ამის მთავარი ფაქტორი.
პაატა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:

_ ეკონომიკური მაჩვენებელია არასტაბილური და ამის გამო ხდება ლარის გაუფასურება.
გია დოლიძე, ლანჩხუთი:

_ მე საიდან უნდა ვიცოდე?!
თენგიზ ჟღენტი, ჩოხატაური:

_ რამ გამოიწვია, არ ვიცი, მაგრამ ფასი რომ არაფერს აქვს, კი ვხედავ.































































