ზვიად იმნაძე, ლანჩხუთი:

_ არ ვიცი, რა თქვა პრემიერმა. ისე, დიალოგი ყველასთანაა საჭირო.
სოსო ებრალიძე, ლანჩხუთი:

_ არ მაქვს პასუხი.
თემურ ბერაია, ლანჩხუთი:

_ ომი და სისხლისღვრა ნუ იქნება ოღონდ და დიალოგს რა უჭირს?!
ამირან თოდუა, ლანჩხუთი:

_ მგონია, მეტი აქტიურობა გვმართებს ყველა კუთხით, ევროპისგანაც მეტი მხარდაჭერა უნდა მივიღოთ და რუსეთსაც არ უნდა დავუხაროთ თავი ძალიან.
თემურ ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:

_ პრემიერის განცხადებაზე ვერაფერს გეტყვით, არ მომისმენია. ისე, ხომ საუბრობენ ერთმანეთში აბაშიძე-კარასინი და შედეგი რაა?! მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა გვინდა.
ბადრი ხელაძე, ოზურგეთი:

_ ძალიან მომეწონა ეს ამბავი.
იოსებ სარქისიანი, ოზურგეთი:

_ კარგია. დიალოგი აუცილებელია.
ნატაშა მიხაილოვა, ოზურგეთი:

_ მომწონს ეს ამბავი.
თამარ თაბუნიძე, ოზურგეთი:

_ კი, მომწონს.
ტარიელ ბურჭულაძე, ოზურგეთი:

_ დიალოგი კარგია, მაგრამ რუსეთი არასდროს არ არის სანდო.
ნანული ბაჯელიძე, ოზურგეთი:

_ რა ვიცი, მშვიდობა და დიალოგი ჯობს.
არჩილ ბერიძე, ოზურგეთი:

_ კარგია. არსად არაფერი კეთდება დიალოგის გარეშე.
ავთანდილ ჭელიძე, ოზურგეთი:

_ აქამდეც უნდა შემდგარიყო დიალოგი.
ლენა ქადეიშვილი, ოზურგეთი:

_ დიალოგის მომხრე ვარ.
ლია კილაძე, ოზურგეთი:

_ ყოველთვის დიალოგი სჯობს.
ლია ნებიერიძე, ოზურგეთი:

_ დადებითად ვაფასებ დიალოგს, ოღონდ უნდა იგრძნობოდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია.
ვერა თოლორდავა, ოზურგეთი:

_ აუცილებელია, მივესალმები.
ლამზირა ღლონტი, ოზურგეთი:

_ მაგას რა სჯობს.
ჯემალ გიორგაძე, ჩოხატაური:

_ უარყოფითად, რადგან საქართველოსთვის რუსებს კარგი არ უნდათ.
ალბერტ კეშელავა, ჩოხატაური:

_ არ ვერევი პოლიტიკაში და ვერ გაგცემთ პასუხს.

































































