გამოფენიდან იტალიელი მოქანდაკის უმბერტო მასტროიანის მიერ შექმნილი ხელოვნების თითქმის 50 ოქროს ნიმუში მოიპარეს. მათი ღირებულება 1.2 მილიონ ევროზე მეტია. შემთხვევა CNN-ის ინფორმაციით, იტალიის გარდას ტბის მახლობლად მოხდა.
Vittoriale degli Italiani-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ნამუშევარი, სახელად “Uomo/Donna” (კაცი/ქალი), მოგვიანებით აღმოაჩინეს საგამოფენო კომპლექსის ტერიტორიაზე, მაგრამ დანარჩენი 48 ცალი დაკარგულია.
ინფორმაციისთვის, გამოფენა, სახელწოდებით “თბილი, მომდინარე ოქროვით”, გაიხსნა დეკემბრის ბოლოს და დაიხურა პარასკევს.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.