„ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება ეძლევა ტვ პირველიდან მასალები ამოიღოს.
უგულავას თქმით, ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს, რომელიც ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჯერ არ შეხებია.
უგულავას თქმით, გამორიცხული არაა, რომ თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს, რაც რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ სვლის დაჩქარებაა.
„არ შევალ ლეგალურ რუტინაში. პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან. მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. თუ გავითვალისწინებთ რა პათოსით ისხდნენ წითელი-ქოც ელიტა იმედის ეთერში, გამორიცხული არაა თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა“, – აცხადებს უგულავა.