ზუგდიდიში ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ტრაგედია ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩნდა.
მეზობლების თქმით, მამაკაცი საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და, სავარაუდოდ, კვამლმა გაგუდა მათივე თქმით, ხანძრის შედეგად ერთი ოთახი მთლიანად დაიწვა.
“საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მამაკაცი , სავარაუდოდ კვამლმა გაგუდა. იგი მარტო იყო. ხანძრის შედეგად, დამწვარია ერთი ოთახი,-ამბობენ ადგილობრივენი. დაწყებულია გამოძიება.



































































