გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა – ის ცენტრს პირველი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი. მას მედიასთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.
თუმცა, მედიაში არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მან პირადი მიზეზების გამო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სოფო გორგოძე გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.