12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს. გოგონას თქმით, არასრულწლოვანი მამაკაცმა სახლიდან იარაღის მუქარით ჩუმად გაიყვანა. რის შემდეგაც ჯერ საკუთარ სახლში გააუპატიურა, შემდეგ ტყეში წაიყვანა, _ შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა, _ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “დეა” ავრცელებს.
გოგონა ახლა 16 წლისაა. “დეას” ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, მოძალადე ჯერ დაკავებული არაა.
როგორც გოგონას სოფელში ჰყვებიან, მამაკაცს მსგავსი დანაშაულის ჩადენა სხვა ოჯახებშიც უცდია.
“გურია ნიუსი აღნიშნულის შესახებ კომენტარისთვის შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
„ეს პირი, ვისზეც, სავარაუდოდ, საუბარი აქვს დეას არის დაკავებული, სასამართლომ განიხილა ეს საქმე, დააყენა კონკრეტული განაჩენი და ამ დროისთვის იხდის სასჯელს. სხვა დამატებით დეტალებს ვერ მოგაწვდით, რადგან არის პერსონალური ინფორმაცია”, _ ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.