დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ლაბორატორიულად დადასტურებული რჩება ისევ 25 შემთხვევა ქვეყანაში. ნიმუშების კვლევა ლუგარის ლაბორატორიის გარდა, ხდება ქუთაისსა და ბათუმში. შესაძლო შემთხვევათა რიცხვი კი ყოველ საათში იცვლება.
„2 დღეა დავიწყეთ დეცენტრალიზაცია ლაბორატორიული კვლევების და ვატარებთ უკვე ქუთაისშიც და ბათუმშიც და თავისთავად ლუგარში. 35 ნიმუში იქნა გატესტილი დღეს სამივე წერტილში და ყველა ნიმუში საბედნიეროდ უარყოფითია, თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული ნიმუში გახლავთ კვლევაში.
შესაძლო შემთხვევათა რიცხვი ყოველ საათობრივად იცვლება. შესაძლო შემთხვევაა, ვინც ფიქსირდება ან საზღვარზე ან საკარანტინო სივრცეებში ან თვითიზოლაციაში ვისაც სიმპტომები ეწყება ისინი შემდგომ გადადიან ინფექციურ საავადმყოფოებში და შესაბამისად, იქ იღება ნიმუშები. ბოლო დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად 60-მდე ადამიანს ვიკვლევთ ლაბორატორიულად“,_ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.