როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში PCR-ზე დამყარებული ტესტების უკვე საკმაო მარაგია შექმნილი.
„სხვადასხვა გადაცემებში მოგაწოდებთ ინფორმაციას, რა ჯგუფებზე გაფართოვდება ეს, რომ ადრეულ ეტაპზე, რაც შეიძლება მალე გამოვავლინოთ კიდევ ადამიანები, თუ ისინი ინფიცირებული არიან . დღეს უკვე საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ ქობულეთში, ბოლნისში, სხვაგან და ძალიან მიხარია შედეგები, რომ 300 ადამიანს შერჩევითი პრინციპით რომ იკვლევ და იქ გაქვს 0 შემთხვევა, უკვე ნიშნავს, რომ შედეგს გაძლევს ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ. ერთ წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს იმიტომ, რომ წინ კიდევ შეიძლება და ასე იქნება, შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს შემთხვევების ზრდა იყოს რამდენიმე ათეული ყოველდღიურად, რამდენიმე ასეული, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა დღეს კარგად უძღვება იმ ადამიანებს, ვინც დღეს კლინიკებში არიან და გადიან მკურნალობას, ყველაფერი ეძლევათ მათ რაც საჭიროა და ამიტომ არის შედარებით ნაკლები დაზიანების მაჩვენებელი ქვეყანაში.