„უკვე 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და შეეგუონ ამას. რას ნიშნავს, ჩამოვლენ და ყველა კუთხე -კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამდენჯერმე მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები, ამას არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში“,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით.
გამყრელიძის თქმით, რუსეთს 2018 წელსაც შესთავაზეს ჩამოსვლა, მაგრამ უარი თქვეს.
„ასეთი ბოლო შეფასება იყო 2018 წელს, უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიის, როდესდაც 17 ქვეყნის 25 ექსპერტი იყო. მაშინაც ჰქონდათ შეთავაზება მათ, რომ ჩამობრძანებულიყვნენ და უარი თქვეს. შარშან მთლიანად ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა შეაფასა ცალკე ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანზიაციამ, ცალკე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ისე რომ, ნებისმიერ საერთაშორისო მისიებში რუსებს შეუძლიათ ჩამობრანდნენ და გაეცნონ. ბევრჯერ არიან ნამყოფი რუსი ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები, ლუგარის ლაბორატორიაში, ნანახი აქვთ, რასაც ვაკეთებთ და რითიც ვართ დაკავებული“,- განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ განცხადებების რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სარჩული აქვს.
„ყველა ეს გამოხტომა, რაც ხდება, გუშინ, გუშინ წინ, დღეს და ეს განცხადებები, არის გარკვეული პერიოდულობით. ამ პერიოდულობას აქვს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“,_ განაცხადა გამყრელიძემ.
რუსეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.