როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ამ კითხვას ზუსტ პასუხს დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც ვერ ცემს.
მისი თქმით, ეს მალე მოხდება, თუმცა, გადაწყვეტილება სააკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.
„ყველაზე ახლო, რაც შემიძლია გითხრათ, 22 მაისს გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. დღესაც ითქვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ – ჩვენ ვხედავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაგალითებს. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ეს არ იქნება ხვალ ან ზეგ, მაგრამ იქნება ძალიან მალე”, _ თქვა გამყრელიძემ.