„მესმის, რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება. მესმის, რთულია, ერთი კვირით კიდევ გადავადება და გაგრძელება მანქანებით მოძრაობის აკრძალვის მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდა ამ სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისა, სხვა გამოცდილება არცერთ ქვეყანას არ აქვს ამ დაავადებასთან ბრძოლის. ვინც შედეგს მიაღწია, მიაღწია სწორედ ამ შეზღუდვებით და სოციალური დისტანცირებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. იცით, რომ ჯერ ვაქცინა არ არის, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მაგრამ არ იქნება ის კიდევ ერთი წელი მაინც. ჯერჯერობით, პირდაპირი დანიშნულების, ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსს კლავს, არ გახლავთ, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შემოდგომაზე ის იქნება უკვე საზოგადოების ხელში და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ კორონავირუსული ინფექციის, თუ იქნა შემოდგომაზე, ან როცა იქნება შემდგომ წლებში, ტალღები. მოგეხსენებათ, სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია და ამის იმედი ყველას აქვს. კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, რომ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც დღეს გაჟღერდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში. გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს, კიდევ ერთხელ. ეს ღონისძიებები არის მიმართული იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიების, ბაბუების და მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ საქართველო გამოვა ძალიან ნაკლები დაზიანებით ამ პანდემიიდან”, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved