ისნის ბაზრობაზე, ე.წ. დაშლილების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე გაჩნდა.
ცეცხლი 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული და მის ლოკალიზებაში 20 სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით დამწვარია ბაზრობის პირველი, მეორე და მესამე რიგები და მათ შუაში განთავსებული დაშლილი და მეორადი სატრანსპორტო საშუალებები.
ამ დრომდე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი და ზარალის ოდენობა.