საშინელი ტრაგედიაა, განადგურებულები ვართ ყველა, – განაცხადა ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბარში.
„განადგურებულები ვართ ყველა, რა უნდა გითხრათ არც ვიცი. მარიტა ნაკრების წევრი იყო და ჩემს თვალწინ არის გაზრდილი. რომელი ერთი მიღწევა გავიხსენო, საქართველოს ჩემპიონი იყო და მისი ცხოვრება იყო სკოლა და შემდეგ ჩოგბურთი. საშინელი ტრაგედიაა, ყველა განადგურებულები ვართ და ძალიან მიჭირს საუბარი“,- განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ვაკეში მდებარე სამების ეკლესიაში, ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
13 წლის მარიტა მეფარიშვილს დღეს, 15:00 საათზე დაკრძალავენ.