განადგურებული მოედანი, გაბრაზებული ფანები და დაკავებული ტურნეს ორგანიზატორი- ინდოეთის ტურის ფარგლებში, მოედანზე ლიონელ მესის ხანმოკლე გამოჩენას გულშემატკივრების უკმაყოფილება და არეულობა მოჰყვა.
CNN-ის ინფორმაციით, მესის სტადიონზე 45 წუთიანი ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მისი გამოჩენა მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასი დაახლოებით 3,500 რუპია (38,65 აშშ დოლარი) იყო – ინდოეთში საშუალო ყოველკვირეული შემოსავლის ნახევარზე მეტი, თუმცა ღონისძიებაზე მყოფი გულშემატკივრები ამობენ, რომ ბილეთში 130 დოლარი გადაიხადეს.


































































