დღეს ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
ა(ა)იპ სსს ,,მომავალის“ ხელმძღვანელმა ნონა ბარამიძემ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ პატარების მისაღებად ყველა ბაღი ღიაა.
„აბსოლუტურად ყველა ბაღმა დაიწყო მუშაობა. არანაირი შეფერხება არ არის. ამ დროისთვის 323 აღსაზრდელია ბაღებში მისული“,_ გვითხრა ბარამიძემ.
რაც შეეხება პანდემიის გამო არსებულ რეგულაციებს, ბავშვებს ბაღში შესვლამდე სიცხეს უზომავენ. ტემპერატურის ბაღში შესვლამდე დაფიქსირების შემთხვევაში, აღსაზრდელს სახლში მშობელთან ერთად გაუშვებენ, იმ შემთხვევაში კი თუ ბავშვს ტემპერატურა ბაღში ყოფნის დროს დაუფიქსირდება, მას ცალკე ოთახში გაიყვანენ და წასაყვანად მშობელს დაიბარენენ.
„ბაღის შესასვლელში ბავშვებს ხვდებიან ექთანი და მასწავლებელი. ტარდება თერმოსკრინინგი, რის მერეც ბავშვები შედიან ბაღში. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბავშვს დაუდასტურდება სიცხე, გაუშვებენ სახლში. ყველა ბაღს აქვს საიზოლაციო ოთახი და თუ ბავშვს ბაღში მისცემს სიცხეს, გადაიყვანენ ოთახში და გამოიძახებენ მშობელს“,_ ამბობს ბარამიძე.
[sexy_author_bio]