ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ჯერჯერობით, უცნობია თუ როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის, ნატა კობალავას ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობს.
„ველოდებით მითითებებს, რა და როგორ იქნება, კონკრეტული გადაწყვეტილება, თუ როდიდან უნდა განაახლონ საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება, ჯერჯერობით, არაა, ველოდებით შესაბამის მითითებებს.
მომავალ კვირაში, დიდი ალბათობით, გვექნება ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღრებული“, _ ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.
[sexy_author_bio]