ფეისბუქზე შეიქმნა ახალი ჯგუფი სახელით _ “მე-2 სემესტრში განახლდეს სწავლა აუდიტორიებში”.
ჯგუფის მიზანია, აღდგეს აუდიტორიული სწავლება. “გურია ნიუსი”, რა თქმა უნდა, დაინტერესდა ამ თემით. ჯგუფში უკვე დაიწერა ბევრი პოსტი, ჩატარდა გამოკითხვა, მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
კითხვაზე – ხართ თუ არა აცრილი? კის პასუხობს 135 სტუდენტი. არა, კოვიდი მაქვს გადატანილი ბოლო 6 თვის მანძილზე – 33 სტუდენტი. არა _ 14 სტუდენტი.
ჩვენ, ასევე, ვესაუბრეთ ჯგუფის ერთ-ერთ ადმინისტრატორს, ჯიმი ნიჟარაძეს.
“ჩვენი მოთხოვნაა სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლა. პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენ, სტუდენტებმა, ისე ადმინისტრაციამაც უნდა აიღოს”, _ გვითხრა ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჰიბრიდული სწავლება გულისხმობს ლექციებზე ონლაინ დასწრებას, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობების აუდიტორიაში ჩატარებას.
ავტორი: გუგა ლომაძე