საქართველო, ისევე როგორც თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, მულტიეთნიკური ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. ქართველების უმრავლესობას რომ ჰკითხო, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმდიდრეა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების უზრუნველყოფაზე ზრუნვა აქტიურად გულისხმობს მათთან მიმართებაში არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლასა და შესაბამისი კამპანიების წარმოებას. სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინაციული ნარატივის დამკვიდრებაზე ზრუნვა.
მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობების წარმომადგენლები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეექვსედს შეადგენენ, მათი სოციალური ჩართულობის დონე დაბალია და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია, როდესაც საქმე ეხება უმცირესობათა წარმომადგენლობას არჩევით ორგანოებსა და სამთავრობო უწყებებში. საერთოდ, ეთნიკური უმცირესობები საკმაოდ გარიყულები არიან პოლიტიკური ცხოვრებიდან და ეს ეხება რეგიონულად კონცენტრირებულ უმცირესობებსაც. ასევე მიშვნელოვანია უმცირესობების მოწყვლადი ჯგუფების გააქტიურება საარჩევნო პროცესებში. რათა დაიძლიოს სამოქალაქო მონაწილეობის კულტუტრული გამოწვევები და სამოქალაო ჩართულობის მიმართ საზოგადოებაში არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულება. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით ა/ო განათლებისა და ტანასწორობის ცენტრმა მორიგირ სამუშაო შეხვედრა სოციალური სახლის ბენეფიციარებთან და ეთნიკური უმცირესბების წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საარჩევნო გარემოზე, რომელიც მათივე თქმით ყოველ საარჩევნო წელს კიდევ უფრო მეტად ტოლერანტული და მათივე საჭირობებზე მორგებული ხდება. თუმცა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საჭიროებენ მეტ ყურადღებას.
(R)































































