https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

განმუხურის არარსებული ბოტანიკური ბაღი, რომლის შენახვა ზუგდიდის ბიუჯეტს 120 ათასი ლარი დაუჯდა

5:11; 13.11.2018
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

2016 წელს, წინასაარჩევნოდ, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ბოტანიკურ ბაღს გააშენებდა. განმუხური რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ადმინისტრაციულ საზღვართან“ მდებარეობს.

მას შემდეგ, რაც ბაღის გაშენების შესახებ ივანიშვილმა ისაუბრა, განმუხურში არსებული, ჭაობიანი, 83.5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სახელმწიფომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა. ხოლო მუნიციპალიტეტმა, თავის მხრივ, ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ დააფუძნა და მიწა მას უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით მისცა. ამ ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 16 658.4 ლარად არის შეფასებული.

2016 წლის სექტემბერში, განმუხურში ჩასულმა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნულ ტერიტორიაზე არა მხოლოდ ბოტანიკური ბაღის, არამედ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებაზეც ისაუბრა, რომლის მშენებლობაში, ფონდ „ქართუსთან“ ერთად, თანაინვესტირების ფონდიც ჩაერთვებოდა.

თუმცა, მიმდინარე წლის ივლისში, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ განმუხურში ბოტანიკური ბაღის გაშენება გადაიფიქრა, რადგან, მისი თქმით, ამ ყველაფერს შეეძლო იქაური კლიმატი შეეცვალა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რა მოცულობის დაფინანსებას იღებდა და რა ბედი ეწია ბიძინა ივანიშვილის დაპირების გამო დაფუძნებულ ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკურ ბაღს“.

„განმუხურის ბოტანიკური ბაღი“ 2016 წლის 26 აგვისტოს დარეგისტრირდა და მისი საშტატო ნუსხა 9 ერთეულით განისაზღვრა, ხოლო რეალურად დასაქმებული 8 პირი იყო. 2016 წლის ზუგდიდის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ს სუბსიდიის სახით 20 ათასი ლარი გამოეყო, ხოლო ბიუჯეტის რეალურმა შესრულებამ 18.8 ათასი ლარი შეადგინა. 2016 წელს ა(ა)იპ-მა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების 74.1% ხელფასებში დახარჯა, ხოლო 23.7% კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში. მაგალითად, 2016 წლის 22 ნოემბერს, წლის ბოლომდე, „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ ხელშეკრულება შესყიდვების სპეციალისტთან გააფორმა, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება 1 100 ლარით განსაზღვრა. ამავე პერიოდში ა(ა)იპ-მა სულ 5 გამარტივებული (პირდაპირი წესით) ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულებამ ჯამში 5 195 ლარი შეადგინა. ე.ი. „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ 5 195 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის და საკანცელარიო ნივთების შესაძენად სპეციალისტს 1 400 ლარი გადაუხადა.

2017 წელს „განმუხურის ბოტანიკურ ბაღისთვის“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 ათასი ლარი გამოიყო, ხოლო შესრულებამ 101.4 ათასი ლარი შეადგინა. 2017 წელს „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების 92.9%, 94.2 ათასი ლარი, შრომის ანაზღაურებაში დახარჯა, 3.3% (3.3 ათასი ლარი) საწვავის, 2.1% (2.1 ათასი ლარი) კი მივლინებების ხარჯებში. აღსანიშნავია, რომ 2017 წელსაც, 12 თვის მანძილზე, ბოტანიკურ ბაღს დაქირავებული ჰყავდა შესყიდვების სპეციალისტი, რომელიც ანაზღაურებამ 13 200 ლარი შეადგინა, ხოლო 2017 წლის მანძილზე ა(ა)იპ-ის მიერ პირდაპირი წესით (გამარტივებული) შესყიდვის 7 ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 6 359 ლარია. ამ წელს „განმუხურის ბოტანიკურმა ბაღმა“ სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელ სპეციალისტის ანაზღაურებაზე ორჯერ უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე მთლიანად მის მიერ განხორციელებული შესყიდვის ღირებულება.

“ფლანგვის დეტექტორი” დაინტერესდა 2016-2017 წლებში „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ მიერ გაწეული საქმიანობით, რისთვისაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ორჯერ მივმართეთ, მაგრამ, როგორც გაირკვა, ა(ა)იპ-ს ასეთი ანგარიში არ აღმოაჩნდა და მსგავსი რამ არც მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარუდგენია. ა(ა)იპ-ის ხარჯების და საქმიანობის შესახებ საუბრისას მისი დირექტორი ზვიად ქარჩავა commersant-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ პირველ წელს ა(ა)იპ-მა კვლევები ჩაატარა და თანამშრომლები გადაამზადა. თუმცა, აღნიშნული საქმიანობისთვის გაწეული ხარჯები ორგანიზაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებაში არ ჩანს.

ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, ა(ა)იპ „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ რეორგანიზაცია მოხდა და 2017 წლის 21 დეკემბერს „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრად“ გარდაიქმნა. ხოლო, 2018 წლის 14 მარტიდან მას ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა, რომლის რეაბილიტაციას „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს. 2018 წელს, თავდაპირველად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის“ 200 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 20 აგვისტოს ბიუჯეტში შესული ცვლილების შემდეგ, დამატებით 50 ათასი ლარი გამოიყო.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადაცემის შემდეგ ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხა 29 ერთეულით განისაზღვრა და 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 29 პირს შეადგენდა, თუმცა 30 სექტემბერს 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ცენტრს მათთან ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ამ დროისთვის, ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში“ 10 პირია დასაქმებული. ა(ა)იპ-ის დირექტორის განმარტებით, 2018 წელს თანამშრომლების საქმიანობა ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა პასპორტიზაციას და არქეოლოგიურ გათხრებს უკავშირდება. 

2018 წელს, პირველ სექტემბრამდე, ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა“ 168.7 ათასი ლარი დახარჯა, სადაც 145.6 ათასი ლარი (86.3%) ხელფსების ხარჯია, ხოლო დანარჩენი 23.1 ათასი ლარიც სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.

“შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ 2016-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილის დაპირების მოლოდინშიშემქმნილი ა(ა)იპ არსებობდა, რომელსაც საკუთრებაში მხოლოდ 83.5 ჰექტარის მოცულობაზე არსებულიჭაობი გააჩნდა და ამავდროულად ბიუჯეტიდან იღებდა დაფინანსებას, რომელმაც 2016-2017 წლებში 120.2 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან 108.1 ათასი ლარი (91%) იქ დასაქმებული 8 პირის შრომისანაზღაურებისთვის დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი 12.1 ათასი კომპიუტერული ტექნიკის, საკანცელარიონივთების, საწვავის შეძენის და წარმოადგენლობითი/სამივლინებო ხარჯებში” _ აღნიშნულია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო. სუს-ის მიერ ამ საკითხზე გამოიკითხნენ ცენტრის დირექტორი და ზუგდიდის ყოფილი მერი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9 იანვარი, 2026
ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4 იანვარი, 2026
ფინანსები

პაატა კუნჭულია: „მთავარია, რომ არის მშვიდობა“

15:54; 3 იანვარი, 2026
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:16; 31 დეკემბერი, 2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30 დეკემბერი, 2025

ნარუჯაში 33 წლის ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა

ოზურგეთში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება _ "ერთად გავაკეთოთ პრინციპული არჩევანი" (R)

ყველა სიახლე

საზოგადოება

რა დაუჯდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „კალანდა 2026“

18:46; 9.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხე – სად აიკრძალა მოძრაობა

18:33; 9.01.2026
სამართალი

მოქალაქემ რესტორანში 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა

18:19; 9.01.2026
მსოფლიო

ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

17:17; 9.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:39; 9.01.2026
მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9.01.2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9.01.2026
ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9.01.2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია ორი პირი

11:06; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:03; 9.01.2026
Some of the 4000 Santa's that took part in the Variety Santa Run cross the finish line at The Sydney Opera House, today.
ზაფრანი

“სანტა კლაუს კროსი”

10:48; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო