ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 27 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარაშვილის თქმით, საახალწლო პერიოდია და მისვლა-მოსვლამ კიდევ უფრო გამოიწვია ვირუსის გავრცელება.
“არის ქალაქის ტერიტორიაზე უბნები, სადაც ცოტათი უფრო გამოხატულია ინფექციის გავრცელება, მაგრამ კორონავირუსი არის ყველგან გავრცელებული და ესე გამოყოფას აზრი არ აქვს. განსაკუთრებით ოჯახური კონტაქტებია. საახალწლო პერიოდია და მისვლა-მოსვლამ კიდევ უფრო გამოიწვია ვირუსის გავრცელება.
სულ ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 6037 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 5063 პაციენტი, გარდაცვლილია 76. აქტიურია ინფიცირების 898 შემთხვევა.