მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ოდრი ჰეპბერნი ციკორიის ფოთლებითა და ტიტების ბოლქვებით იკვებებოდა. მისი ეტალონური სიგამხდრე ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგი იყო.
მას შემდეგ, რაც ოდრი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ტელეკომპანიები მისგან გვარის შეცვლას ითხოვდნენ, რათა ხალხს ჰოლივუდის ვარსკვლავ კეტრინ ჰეპბერნში არ არეოდა, თუმცა, ოდრიმ სასტიკი უარი განაცხადა.
„რომაულ არდადეგებს” ათი ათასამდე ადამიანის თვალწინ იღებდნენ რომის ქუჩებში. ერთხელ ფილმის რეჟისორმა სასტიკად გააკრიტიკა ოდრი ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს, რასაც ხალხის მხრიდან სტვენა მოჰყვა. ხალხმა დაარწმუნა რეჟისორი, რომ ოდრიმ კარგად ითამაშა ის სცენა და რეჟისორს გადააფიქრებინა კიდევ ერთი დუბლის გადაღება.
ოდრი ჰეპბერნის საყვარელი მოდელიერი იუბერ დე ჟივანში იყო.
ოდრი ჰეპბერნის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეთ ტეილორმა თქვა: „ღმერთს კიდევ ერთი ანგელოზი გაუჩნდა”.
ავტორი