გამანადგურებელ სტიქიას გურიაში სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია _ 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილი და 12 წლის იური გუჯაბიძე. გარდაცვლილ ბავშებს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
“რატომ, ღმერთო, რატომ?!!! ეს რატომ დაუშვი. ბავშვები. რით ვანუგეშოთ მათი მშობლები”;
„სამწუხაროდ ვერ გიშველეს ჩვენო ვაჟკაცო, გაფრინდი ცათა სასუფეველში“;
„გაფრენილ ანგელოზებს გლოვობს გურია, უმძიმესი დღე გაუთენდა ჩვენს გურულებს“…
„ჩემო ბუთქუჩა თოკო, შენ მოგიკვდი, ეს რა დღე გათენდა, შვილო, ეს რა წარღვნა მოვიდა… ანგელოზო გავიფრინდი… უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი რით ვანუგეშო შენი მშობლები დები და ძმა. ყველას რომ უყვარდი, თოკო.“
„შენ ჩემი შვილივით მიყვარდი, თორნიკე… ეს რატომ, რატომ… ჩემო ცხოვრება, მანდ მინდა ვიყო, ჩაგეხუტო, ჩემო სიცოცხლე. რატომ გათენდა ასეთი დღე, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ჩემი ნახევარი გული შენ წაიღე… შვილო, თორნიკე…“ – წერენ ოჯახის ახლობლები.