“გაფრინდა მარიამი მშობლებთან და ძამიკოსთან
მშვიდად განისვენე, პატარავ… ფონდი “დედის ხელები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მარიამის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს”, _ ინფორმაციას ფონდი “დედის ხელები” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ოჯახი სოფელ დიდველიდან სოფელ დიმისკენ გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა მარიამის მამა, ბებია, ბებიის ძმა და ბავშვის 4 წლის ძმა.
მარიამი და მისი დედა გადაიყვანეს ქუთაისში, ევექსის კლინიკაში, სადაც მოგვაინებით დედაც გარდაიცვალა
გადარჩენილ ბავშვს რამდენიმე დღეში კორონავირუსი დაემართა და რეანიმობილით გადაიყვანეს თბილისში, ციციშვილის კლინიკაში.
მარიამი ავარიის შემდეგ მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს პატარა მარიამის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ახლობლებს.