არჩევნების დღეს, ძიმითის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარეს კომისიის ბეჭედი დაეკარგა. როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, მას ეს ბეჭედი ტუალეტში ჩაუვარდა.
დღეს, ოზურგეთის #60 საოლქო კომისიამ განიხილა აღნიშნული საკითხი და საოლქოს თავმჯდომარის, ზვიად თენიეშვილის თქმით, ძიმითის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაფრთხილება მიიღო.