ციმბირში გაყინული ჩიტი იპოვნეს, რომელიც დაახლოებით, 46 000 წლის წინ არსებობდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეცნიერებმა მისი შესწავლის შედეგად, ის დაასახელეს, როგორც რქიანი ტოროლა.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აღმოჩენილი ჩიტი შესაძლოა ტოროლათა 2 სახეობის წინაპარი იყოს, რომელთაგან ერთი რუსეთში, ხოლო მეორე მონღოლურ ველზე ბინადრობს.