ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ლიანა იმედაშვილი გარდაიცვალა.
ის მრავალი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სკოლას. მისი ორგანიზატორული უნარი, დიდაქტიკური ხედვა, პრინციპულობა, ალღოიანობა, საუკეთესო სკოლის იმიჯის შექმნის მუდმივი მოტივაცია და რაც მთავარია, საუკეთესო განათლების მიღების დაუოკებელი წყურვილი მომავალი თაობისადმი, მისი პედაგოგიური მოღვაწეობის კრედო იყო.
მან დატოვა დიდი სახელი.
„მას დირექტორთა დირექტორად მოიხსენიებდნენ“
„ლიანა იმედაშვილი…. რამდენი რამ უკავშირდება ამ სახელს და გვარს….
ქალი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა….
ქალი, რომლმაც ათეულობით თაობა აღზარდა.“
„მან ადამიანს შრომა და სკოლის სიყვარული ასწავლა.“
„ ქალი, რომელმაც საკუთარი შვილი, ნიკუშა დაიტირა… და ისევ ისეთი ძლიერი დასაყრდენი დარჩა როგორც მანამდე იყო…“
წერენ სოციალურ ქსელში მისი ყოფილი მოსწავლეები, მეგობრები, საზოგადოების წარმომადგენლები.
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას, უთანაგრძნობს ოჯახს, საზოგადოებას, ქალბატონ ლიანა იმედაშვილის გარდაცვალების გამო.
ავტორი