სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა საქართველოს პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის ყოფილი თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძე.
“ჩემი ყველაზე ჯადოსნური ადამიანი აღარ მყავს.
პანაშვიდი ჩატარდება ყველა წესის დაცვით, ოღონდ როცა საქართველოში დაბრუნდება. ჯერ არ ვიცით რა დროს წაიღებს გადმოსვენების ოფიციალური ნაწილი.
ძალიან გთხოვთ ნუ დამირეკავთ, არ ვიცი რა უნდა გიპასუხოთ. მადლობა.“ – წერს სოციალურ ქსელში მანანა ღურჭუმელაძის შვილი სოფო დათუაშვილი.